ბადრი ესებუა თბილისშია და სახლში სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდება - ტარიელ ესებუა

27 ოქტომბერი 2020, 14:17 1464 ნახვა

ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, მისი შვილი თბილისში იმყოფება და სახლში სავარაუდოდ ხვალ დაბრუნდება.

მამის განცხადებით, მისი შვილი უდანაშაულოა, მისივე ინფორმაციით, გუშინ ჩრეკისას სახლიდან არანაირი პირადი ნივთები არ ამოუღიათ. ტარიელ ესებუას განცხადებით, მის შვილს არ აქვს იარაღი და არც ბანკის ვალი ჰქონდა.

ოჯახის განცხადებით, ბადრი ესებუასთან კომუნიკაცია ბოლოს 21 ოქტომბერს ჰქონდათ.

"ხვალ ველოდები ჩემს შვილს, ის თბილისშია. ის უდანაშაულოა. არც ჩანაწერში ასრებული ხმა არ ემთხვევა ბადრის ხმას. მას არც ვალი და არც სესხი არ ჰქონია, მე არ ვიცი მსგავსი ფაქტის შესახებ. 

არ ვიცი სად იყო და სად არა. 5 საათი იყო სამუშაოდან მოვდიოდით თბილისში უნდა წასულიყო ექიმთან, ბევრი არაფერი გვილაპარაკია"-აცხადებს ტარიელ ესებუა.

შსს ფაქტს სამი მუხლით იძიებს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში