მსოფლიოში კოვიდით გამოჯანმრთელებულთა დინამიკა გაზრდილია - Worldometers-ი

27 ოქტომბერი 2020, 14:43 1998 ნახვა

მსოფლიოში კორონავირუსით გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 32 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 1 მილიონზე მეტია - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი ავრცელებს.

ექსპერტები აცხადებენ, რომ ინფიცირებულ ადამიანთა რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ბევრთან კორონავირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

დაახლოებით 1.6 მილიონი ინფიცირებულიდან 100 ათასზე მეტი გარდაცვლილს ნიშნავს, რომ ვირუსის სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6.25%-ია, მაგრამ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში, საფრანგეთსა და ნიდერლანდებში, სიკვდილიანობის მაჩვენებელმა 10%-საც მიაღწია.

ზოგიერთ ქვეყანაში, როგორიცაა ავსტრალია, სამხრეთ კორეა და ურუგვაი, დადებითი პროცენტული მაჩვენებელი 1% -ზე ნაკლებია.

ჯანმოს მიერ მაისში გამოქვეყნებული კრიტერიუმების თანახმად, 5% –ზე ნაკლები დადებითი მაჩვენებელი ერთ – ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ქვეყანაში ეპიდემია კონტროლდება.

მაღალი პოზიტიური მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, სავარაუდოდ, წარმოადგენს ინფექციების ნამდვილი რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილს. იქ, სადაც ქვეყანაში დადებითი მაჩვენებელი იზრდება, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ვირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე დადასტურებული შემთხვევების ზრდა.

Worldometers-ი ინფორმაციით მსოფლიოში, თებერვლიდან ოქტომბრამდე კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი 41%-დან 3%-მდეა შემცირებული, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 96%-მდეა გაზრდილი.

COVID-19-დან დაღუპულთა საერთო რიცხვი, შეფასებულია ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანას შეუძლია მხოლოდ საავადმყოფოში დაღუპულების დათვლა, ზოგიერთმა კი დაიწყო სახლში მომხდარი სიკვდილიანობის აღრიცხვა.

საქართველოში კოვიდ გარდაცვალებულთა დინამიკა თებერვლიდან - ოქტომბრამდე გაზრდილია, რადგან ქვეყანაში შედარებით გვიან (4 აპრილს) გამოვლინდა გარდაცვალების პირველი შემთხვევა.

აპრილის მონაცემებით ქვეყანაში სიკვდილიანობის 0.6% ფიქსირდებოდა. ამ დროისთვის ოქტომბრის დადასტურებულ შემთხევებთან შეფარდებით, სიკვდილიანობის პროცენტული მაჩვენებელი 0.7% შეადგენს.

ქვეყანაში, გამოჯანმრთელების პოზიტიური დინამიკაა, მათი რაოდენობა, აპრილში 17% ფიქსირდებოდა, ოქტომბრის მონაცემებით კი 37% -ით აღემატება.

თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქვეყანაში, ინფიცირების გაზრდილი შემთხვევების მიუხედავად, სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი ფიქსირდება.

„COVID პაციენტების მკვეთრად გაზრდილი რაოდენობის პირობებშიც კი საქართველო ინარჩუნებს იმ ქვეყნის სტატუსს, რომელსაც აქვს გარდაცვალების შემთხვევების,ევროპის 49 ქვეყანასა და ამერიკის ქვეყნებს შორის,ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, როგორც პროცენტულად (0,73%), ისე გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობით ერთ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით (48 გარდაცვლილი). ეს ასეა, მოსწონთ თუ არა ეს მათ და შეუძლიათ ამაში მარტივად დარწმუნდნენ, თუ გაეცნობიან ევროპის CDC-ის, ამერიკის CDC-ის, Worldometers-ის და სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციის მონაცემებს“, - აცხადებს, თენგიზ ცერცვაძე.

26 ოქტომბრის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსის 1824 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 23 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 1262 პირი.

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში