აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარ ხმა მიცემის უფლებით 65 მილიონზე მეტმა ადამიანმა მისცა

27 ოქტომბერი 2020, 14:08 1189 ნახვა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი ხმის მიცემის უფლებით 65 მილიონზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა.  აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა არჩევნებში საკუთარი პოზიცია 24 ოქტომბერს ფლორიდის შტატში დააფიქსირა.

ხმის მიცემის პროცედურის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ „ხმა მისცა ბიჭს, რომლის სახელიც ტრამპია“. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 8%-ით უსწრებს. საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში 3 ნოემბერს გაიმართება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში