საეკლესიო მოღვაწეებს და მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად იყოს დაცული რეკომენდაციები - გამყრელიძე

27 ოქტომბერი 2020, 17:16 1224 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა საეკლესიო პირებს და მრევლს თხოვნით მიმართა, მაქსიმალურად იყოს დაცული რეკომენდაციები, როგორიცაა პირბადის ტარება, დისტანციის დაცვა და დიდი შეკრებებისგან თავის არიდება.

"ახლა, როდესაც ინფექციის გავრცელების საკმაოდ ინტენსიურ ფაზაში ვართ, რა თქმა უნდა, რეკომენდაციები იგივე რჩება, ჩვენ უნდა დავიცვათ დისტანცია, უნდა ვიყოთ პირბადით, იქნება ეს ეკლესიაში თუ ეკლესიის გარეთ. ასევე, რაც შეიძლება ნაკლები თავშეყრა უნდა იყოს, იქნება ეს დახურულ შენობებში, თუ ეკლესიის გარეთ. ამიტომ, ჩვენს საეკლესიო მოღვაწეებს და ჩვენს მრევლს ვთხოვ, მაქსიმალურად იყოს დაცული ეს რეკომენდაციები. მოგეხსენებათ, ჩვენ რამდენიმე ტაძარში ინფიცირების შემთხვევები გვქონდა, როგორც საეკლესიო მოღვაწეების, ასევე მრევლის“,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში