"იმუშავე საქართველოდან" პროექტით ქვეყანაში 23.6 მლნ დოლარია მოზიდული

27 ოქტომბერი 2020, 20:37 1150 ნახვა

პროექტი ,,იმუშავე საქართველოდან" თავისი შინაარსით ემსახურება ყველაზე მნიშვნელოვანს, ქვეყანაში მხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას. პროექტს განცხადებების რაოდენობით აფასებენ, ეკონომიკურ სარგებელზე კი კითხვა არ ისმება.

პროექტი გრძელდება და განაცხადების რაოდენობა მატულობს. ამ პროექტით არაერთი სასტუმრო, ბინა,მანქანის გაქირავების სერვისი, გიდი და სხვა ტურისტული სერვისის მიმწოდებელი ეკონომიკურ სარგებელს ნახულობს.

,,იმუშავე საქართველოდან'' პროექტით უკვე 23.6 დოლარია მოზიდული. მიღებულია 1,100 განაცხადი და დადასტურებულია 700-მდე პირის მოთხოვნა. ძირითადად სამი კატეგორიის პროფესიის ადამიანების, ესენი არიან თვითდასაქმებული პირები, სრულ განაკვეთზე მომუშავე პირები რომლებიც დისტანციურად მუშაობენ და მეწარმეები. მათი საშუალო შემოსავალი თვეში აღემატება 5,700 აშშ დოლარს.

მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დასახარჯ 23,8 მილიონ აშშ დოლარს. დღეისათვის შემოსულია 200-მდე ტურისტი, რომლებიც სავალდებულო კარანტინს გადის 8 დღის ოდენობით.

სასტუმროები შერჩეულია ბუნებრივია იმ კრიტერიუმებით, რაც მოწოდებულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და რომლებმაც გამოთქვეს სურვილი ჩართულიყვნენ პროექტში.

პროექტი გრძელდება და მიმდინარეობს განაცხადების მიღება-დამუშავება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში