არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულიად გარანტირებული - მეზვრიშვილი

28 ოქტომბერი 2020, 11:44 1113 ნახვა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებით, არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულიად გარანტირებული.

ნათია მეზვრიშვილის თქმით, ამისთვის ყველაფერი გაკეთდა, პროცესში ჩართული იყო ცესკო და ასევე ეპიდემიოლოგები.

''ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები გვიახლოვდება. წესებთან დაკავშირებით საკმაოდ აქტიურად იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა, ცესკომ და ეპიდემიოლოგებმა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნების პროცესში უსაფრთხოება იქნება სრულიად გარანტირებული.

ეს წესები შემუშავდა ეპიდემიოლოგების რეკომენდაციებზე დაყრდნობით და როგორც დამკვირვებლებს ექნებათ უსაფრთხო გარემოში დაკვირვების შესაძლებლობა, ისე ამომრჩეველს ექნება უსაფრთხო გარემოში არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.

რაც შეეხება სხვა საკითხებს, მაქსიმუმი გაკეთდა იმისათვის, რომ თითოეული ადამიანის ხმის მიცემის უფლება იყოს რეალიზებული მიუხედავად პანდემიისა. სხვადასხვა ფორმატში ბევრი იმუშავეს შესაბამისმა სამსახურებმა და დასკვნის სახით შეიძლება ვთქვათ, რომ არჩევნებზე მისვლა არის უსაფრთხო და მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ“, - აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში