ყარაბაღის კონფლიქტს ტრამპი აფასებს

28 ოქტომბერი 2020, 10:58 946 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა იმედგაცრუებას იწვევს. როგორც სააგენტო „როიტერი” წერს, ამის შესახებ აშშ-ის ლიდერმა თეთრს სახლში მედიასთან საუბარისას განაცხადა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი ურთიერთობებს დაარეგულირებენ, თუმცა დეტალებზე არ უსაუბრია.

კონფლიქტის მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის მორიგ შეთანხმებას აშშ-ის შუამავლობით 25 ოქტომბერს მიაღწიეს. თუმცა მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში