covid-19-ის 1731 ახალი შემთხვევიდან 123 სამედიცინო პერსონალია

28 ოქტომბერი 2020, 12:02 3183 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს გამოვლენილი კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევიდან, 123 სამედიცინო პერსონალია.

''სამწუხაროდ გვიზიანდება სამედიცინო პერსონალი. დღევანდელი დილის მონაცემებით ასეთი 123-ია. გარდაგვეცვალა ერთი ჩვენი კოლეგა, სასწრაფო დახმარების ექიმი და ასევე სხვა რის-ჯგუფებში, კონტაქტირებულებში დაახლოებით 299 ადამიანი არის დადებითი. 

რომ შევაჯამოთ სიტუაცია არც გლობალურად და არც ჩვენთან არ არის მარტივი. ეპიდემია შესულია აქტიურ ფაზაში. 

შემთხვევების მაჩვენებელი ოთხნიშნა გვაქვს, მაგრამ ამ ეტაპამდე ეს ყველაფერი მართვადია'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში