ცესკო - გამოიკვეთა მცდელობები საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით

28 ოქტომბერი 2020, 11:10 1047 ნახვა

ცესკო არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას.  მისივე თქმით, პოლიტიკურად დაინტერესებული ზოგიერთი მხარე ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისთვის ხელშეშლას და დისკრედიტაციას ცდილობს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან აქციაზე დაკავებული სამი პირი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს. 

დაპირისპირება "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და სამართალდამცველებს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა შენობაში კარვის შეტანა სცადეს. ისინი ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში