საიას სარჩელი არ დაკმაყოფილდა

14 ოქტომბერი 2016, 00:00 4182 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოში პაექრობა და არგუმენტების გაცვლა დაახლოებით 3 საათს გაგრძელდა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი ბათუმის 4 უბნის ოქმების გაუქმებასა და ხმების ხელახლა გადათვლას შეეხება. მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ 4-ვე უბანზე დაფიქსირდა ზედმეტი ბიულეტენები, შესაბამისად ბალანსის  არასწორად შედგენა.  

რუსუდან აბაშიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში