საქართველოში კორონავირუსის 1709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

29 ოქტომბერი 2020, 10:53 1324 ნახვა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 709 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2 075 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

covid-19-ით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 273-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3324 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4209 პაციენტია. 

კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2346 შეადგენს. 

ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, თბილისში გამოვლენილია 445 შემთხვევა, აჭარაში – 437, იმერეთში – 388, ქვემო ქართლში – 32, შიდა ქართლში – 125, გურიაში – 35, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 151, კახეთში – 40, მცხეთა-მთიანეთში – 12, სამცხე-ჯავახეთში – 44, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 0. დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფიცირების 1 709 ახალი დადასტურებული შემთხვევა. პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ 19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 35 567-ს.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში