ბადრი ესებუას მამა აცხადებს, რომ მედიაში გავრცელებული კადრები მისი შვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით ძველია

29 ოქტომბერი 2020, 13:08 1221 ნახვა

ბადრი ესებუას მამა აცხადებს, რომ დღეს მედიით გავრცელებული კადრები, თითქოს მისი შვილი ერთ-ერთი ქალაქის ქუჩაზე გადაადგილდება, ძველია.

ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს თვალსაჩინოებისთვის წარმოუდგინა ის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, რომელიც მის შვილს, ბადრი ესებუას კადრებში აცვია.

„ხედავთ ამ ბოტასს, შეადარეთ ეს მაისურიც და ეს ჟილეტიც. ორი დღის წინ ეცმეოდა ხომ?! ორი დღის უკან ეს ტანსაცმელი და ეს ბოტასი ეცვაო, ესენი კი აქ არის. ეს ხომ არის ტყუილი?“,- განუცხადა ტარიელ ესებუამ ჟურნალისტებს.

დღეს მედიაში გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც მედიასაშუალებების მტკიცებით, ორი დღის წინ არის გადაღებული და კადრებში ბადრი ესებუა კონკრეტულ ტერიტორიაზე გადაადგილდება.

„საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმის ფაქტს ​შშს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით იძიებს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში