ფოტო და კადრები, სადაც ბადრი ესებუა ჩანს 6 ოქტომბერსაა გადაღებული - შსს

29 ოქტომბერი 2020, 14:02 1645 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მედიაში გავრცელებული ბადრი ესებუას გადაადგილება, ბანკზე თავდასხმამდე, 6 ოქტომბერსაა გადაღებული.

უწყების ცნობით, ის კამერებმა დააფიქსირეს სამეგრელოს სხვა მუნიციპალიტეტში და არა ზუგდიდში.

''21 ოქტომბერს, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალზე მომხდარ თავდასხმაში პოლიციის მიერ იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას გადაადგილების შესახებ ,რამდენიმე ტელევიზიის მიერ, საზოგადოებისთვის მიზანმიმართულად მიწოდებულ იქნა არასწორი ინფორმაცია.

ფოტო და ვიდეომასალა სხვადასხვა ობიექტზე განთავსებული ვიდეომონიტორინგის მოწყობილობების მიერ გადაღებულია მიმდინარე წლის 6 ოქტომბერს და არა 27 ოქტომბერს. თავდასხმაში იდენტიფიცირებული პირის - ბადრი ესებუას, ზუგდიდის ქუჩებში,თითქოს თავისუფლად გადაადგილება და ამ ინფორმაციის მიზანმიმართული გაყალბება ემსახურება საზოგადოების სიცრუეში შეყვანას და სამართალდამცველი უწყებების დისკრედიტაციას.

პოლიცია, 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუას ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების მიზნით, სპეციალურ ოპერატიულ, საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებებს აქტიურ რეჟიმში განაგრძობს'' - აცხადებენ შსს-ში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში