ტერორისტული აქტი ნიცაში

29 ოქტომბერი 2020, 14:25 1382 ნახვა

საფრანგეთის ქალაქ ნიცაში დანით შეიარაღებული კაცი ნოტრ-დამის ეკლესიაში შეიჭრა და  სამი ადამიანი მოკლა. დაღუპულთა შორის ეკლესიის მოძღვარია. ერთ-ერთ მრევლ ქალს თავდამსხმელმა თავი მოჰკვეთა. თავდამსხმელი ისლამურ  სლოგანებს იძახოდა. ინციდენტის შედეგად დაშავდა  რამდენიმე ადამიანი.   

ადგილობრივი ხელისუფლებამ მომხდარს ტერორიზმის კვალიფიკაცია მიანიჭა.  პოლიციამ თავდამსხმელი დააკავა. მისი ვინაობა და ქმედების მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. ნიცაში შემთხვევის ადგილზე პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ელოდებიან. 16 ოქტომბერს, საფრანგეთში მუსლიმთა წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის ჩეჩნური წარმოშობის 18 წლის აბდულახ ანზოროვმა სკოლის მასწავლებელი, სამუელ პატი მოკლა.

მომხდარის შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება. მისივე თქმით, საფრანგეთში სიტყვის თავისუფლება დაცული იქნება და კარიკატურების გამოქვეყნება არ შეწყდება.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში