ვუსამძიმრებ გორთან დაღუპულების ოჯახებს - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი 2020, 11:50 1106 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გორთან  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაღუპული მოქალაქეების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ ექიმები ყველაფერს აკეთებენ ავარიის დროს დაშავებული ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინონ.

''პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო იმ მძიმე ტრაგედიას, რომელიც გუშინ, გორის მახლობლად დატრიალდა. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა მივუსამძიმროთ დაღუპულების ოჯახებს. მე ხაზგასმით მინდა მივუსამძიმრო ზუგდიდს, ხობს, ჩხოროწყუს. ჩვენ არ გვყავს დასაკარგი ჩვენი მოქალაქეები. დღეს ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადაარჩინონ'' - განაცხადა გიორგი გახარიამ.

გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 11 კი დაშავდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში