გურჯაანის მუნიციპალიტეტში კაცმა სანადირო თოფით ცოლი და მეზობელი მოკლა

30 ოქტომბერი 2020, 18:11 1036 ნახვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაზისუბანში, სანადირო თოფით, 55 წლის კაცმა ცოლი და მეზობელი მოკლა, ცოლისძმა და მეორე მეზობელი კი დაჭრა.

დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ გურჯაანის ჯეოჰოსპიტალსში მოათავსა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებებლ გარემობებებში, განზრახ მკვლელობის გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში