შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო უბნებზე წესრიგს დაიცავენ - შსს

31 ოქტომბერი 2020, 10:21 972 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და სერიოზულ სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია. მათივე განცხადებით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც დღის განმავლობაში დაიცავენ წესრიგს.

ასევე შექმნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას უწევს რეგიონულ დანაყოფებს.

"საჭიროებისამებრ მოხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება, რათა შევინარჩუნოთ არჩევნების პერიოდში მშვიდი გარემო. შსს აქტიურად თანამშრომლობს, როგორც სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან, ასევე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან"-აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შსს-ში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე გამოძიება მხოლოდ ზვიად კუპრავას მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე 126 მუხლით დაიწყო.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სამართალდამცველები არ დაუშვებენ საარჩევნო პროცესების ძალადობრივი სცენარით განვითარებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში