საქართველოში კორონავირუსით 15 წლის გოგო გარდაიცვალა

31 ოქტომბერი 2020, 13:36 1930 ნახვა

პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. არასრულწლოვანის მდგომარეობის შესახებ ექიმები დეტალურად არ საუბრობდნენ.

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, პაციენტს გარკვეული გართულებები აღენიშნებოდა.

"ჩვენ ვერ შევძელით და ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, მას აღენიშნებოდა გარკვეული გართულებები. ერთი კვირის წინ პაციენტს გაუჩერდა გული, მაშინ ექიმებმა შეძლეს და გადაარჩინეს პაციენტის სიცოცხლე, თუმცა მისი მდგომარეობა იყო რთული და დღეს დაფიქსირდა გარდაცვალება", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯერ-ჯერობით ექიმები დეტალურად არ საუბრობდნენ, უცნობია, ჰქონდა თუ არა მოზარდს თანმხლები დაავადებები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში