სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინში

15 ოქტომბერი 2016, 00:00 4072 ნახვა

ჯერ უცნობია  დააკმაყოფილებს თუ არა ბათუმის საქალაქო სასამართლო არასამთავრობო ორგანიზაცია  ''სამართლიანი არჩევნების''  სარჩელს. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძე გადაწყვეტილებას რამდენიმე წუთში გამოაცხადებს. საჩივრის განხილვა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მოსარჩელე და მოპასუხე მხარეებმა არგუმენტები წარადგინეს. სადამკვირვებლო ორგანიზაცია ბათუმის 1, 31 და 54 უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობას ითხოვდა და კონკრეტულ პროცედურულ დარღვევებზე მიუთითებდა. 79-ე ოლქის იურისტის განმატებით, დარღვევებზე რეაგირება მოხდა და უბნების ბათილობის საფუძველი არ არსებობდა.     

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში