თურქეთში მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა

31 ოქტომბერი 2020, 14:05 1385 ნახვა

თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 25-მდე გაიზარდა. თურქული მედიის ცნობით, იზმირის, აიდინის, მანისასა და ბალიკესირის პროვინციებში საერთო ჯამში 804 ადამიანი დაშავდა.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით,  საავადმყოფოებში 435 ადამიანი მკურნალობს, ხოლო 25 რეანიმაციაში იმყოფება, ცხრას კი ოპერაცია უტარდება.

თურქეთის კატასტროფების მართვის სააგენტოს მონაცემებით, გუშინ 6.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 389 ბიძგი მოჰყვა, მათივე ცნობით მაშველებმა ნანგრევებიდან სულ მცირე 100 ცოცხალი ადამიანი ამოიყვანეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში