მიხეილ სააკაშვილი ეგზიტპოლების შედეგებზე

31 ოქტომბერი 2020, 22:51 1487 ნახვა

„მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მე მაინტერესებს ერთიანობა, ამ მძიმე კრიზისის დაძლევა”-ამის შესახებ ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილი - ქართველმა ხალხმა ხმა მისცა ოპოზიციას.

„მე არ მაინტერესებს არცერთი თანამდებობა, მათ შორის არც პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, მე მაინტერესებს ერთიანობა, ამ მძიმე კრიზისის დაძლევა. ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის ფიგურები, საქართველოს ამ მთავრობისთვის, რომელიც ჩამოყალიბდება. ერთიანი ეროვნულობის მთავრობა იქნება, რომელიც მისაღები იქნება მთლიანად ქართველი ხალხისთვის, იქნება კომპეტენტური, ეფექტური, მე ყველას ადგილს ვხედავ უკლებლივ, ყველა პარტიის ადგილს ამ კოალიციაში. მათ შორის, მათ ადგილსაც, რომლებიც ადრე გვიპირისპირდებოდნენ, არ გვეთანხმებოდნენ.

რას მოიმოქმედებს ახლა ივანიშვილი – ეცდება თუ არა გაყალბებას, არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ხალხმა არჩევანი გააკეთა და მე ვურჩევდი მას, შეეგუოს, რადგან ხელისუფლებით არ იწყება ცხოვრება, მე მშვიდობიანად გადავაბარე ხელისუფლება და ასევე უნდა მოიქცეს ისიც. მიეცით ქართველ ხალხს ამოსუნთქვის საშუალება. მშვიდობიანად გადადით და არანაირი პრობლემა არ იქნება. თუ აპირებთ ათასგვარ საზიზღრობას, მე ვარ მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ ბოლომდე წამსვლელი. თანამდებობა არ მინდა, მაგრამ ვინც ჩემს ხალხზე ხელს აღმართავს, მზად ვართ ბოლომდე დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში