სადავო შენობა მოხეში

15 ოქტომბერი 2016, 00:00 3145 ნახვა

სოფელ მოხეში  მუსლიმებმა შუადღის  ნამაზი სადავო შენობის გარეთ შეასრულეს.  შემოსაზღვრულ ობიექტს კი კვლავ პოლიცია  იცავს.  ორწლიანი შეთანხმება მუსლიმმა მრევლმა  გუშინ დაარღვია და სადავო შენობაში ილოცეს. ამის მიზეზად ისინი კომისიის მუშაობის  გაჭიანურებას  ასახელებენ, რომელსაც  შენობის კუთვნილება უნდა  შეესწავლა. შეთანხმების დარღვევით უკმაყოფილოა მართლმადიდებელი მრევლი, ისინი მიიჩნევენ, რომ შენობა ქრისტიანული ტაძარია და მხარეები კვლევის  შედეგებს უნდა  დალოდებოდნენ.  სიტუაციაში გასარკვევად  მოხეში იმყოფებოდნენ    სამუფთოს  და რელიგიის  საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები. სრულიად  საქართველოს მუფთის მოადგილე მუსლიმებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს  და აცხადებს, რომ  პრობლემის მოგვარების პირობა რელიგიურ საკითხთა სააგენტოს  ხელმძღვანელისგან მიიღო. ზაზა  ვაშაყმაძე კი ამბობს, რომ განცხადებას  მოხეს საკითხთან დაკავშირებით ორშაბათს გააკეთებს.  

სახალხო დამცველი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს, სწრაფად გადაწყვიტოს სადავო შენობის კუთვნილების საკითხი და მუსლიმებისთვის მოხეში განსაზღვროს სალოცავი ადგილი, რომელიც მისაღები იქნება მუსლიმი თემისათვის და არ შექმნის რელიგიური ნიშნით დაპირისპირების საფუძველს. 

ამავე კატეგორიაში