"ქართული ოცნება"- 48,12%, "ნაციონალური მოძრაობა" 26,92% - ცესკოს წინასწარი მონაცემები

01 ნოემბერი 2020, 14:53 1175 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროისთვის 3 847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 626 უბნის მიხედვით. ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ რამდენიმე წუთის წინ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

ცესკო-ს ინფორმაციით, ხმების პროცენტული გადანაწილება ამ დროისთვის ასეთია:

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – 48.12% (870 453 ხმა);

„ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ – 26.92% (486 973 ხმა);

„ევროპული საქართველო“ – 3.79% (68 548 ხმა);

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3.18% (57 579 ხმა);

„ლელო“ – 3.19% (57 730 ხმა);

„სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.15% (5706 ხმა);

„გირჩი“ – 2.95 % (53 447 ხმა);

„ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ (24 252 ხმა) – 1.34%;

„ლეიბორისტული პარტია“ – 1% (18 041 ხმა).

მოცემული დროისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიებში შესულია 450 საჩივარი. რომელთა უმეტესობა დღის განმავლობაში საარჩევნო უბნებზე დაიწერა.

ანა მიქელაძის განცხადებით, უმეტესობა პროცედურულ ხარვეზებს ეხება და 280 შემთხვევაში საჩივრებით მოთხოვნილია კომისიის წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება. 45 საჩივარი უბნის შედეგების ბათილობას ეხება, გადასატანი საარჩევნო ყუთის ბათილობაზე დაწერილია 16 საჩივარი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოთხოვნილია 23 შემთხვევაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში