აჭარაში კორონავირუსის 389 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 6 პაციენტი

02 ნოემბერი 2020, 10:53 1714 ნახვა

აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების 389 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გარდაიცვალა 6 პაციენტი:

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 75 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 16:10:2020. დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის ქრ. უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 87 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 28:10:2020. დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი.

რესპუბლიკურ საავადმყოფოში 91 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 12:10:2020.დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ჭარბი წონა, არტ. ჰიპერტენზია, გულის მარცხენა პარკუჭის მწ. უკმარისობა.

მედცენტრში 54 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 16:10:2020. დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი,ღვიძლის მწვავე უკმარისობა, თირკმლის მწვავე უკმარისობა.

ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალში 70 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა: 19:10:2020. დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინდამოკიდებული, ჭარბი წონა.

ბათუმის სამედიცინო ცენტრი 69 წლის კაცი, კლინიკაში შევიდა: 29:10:2020, გარდაიცვალა:1:11:2020 დიაგნოზი/თანმხლები: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა ინსულტი, ინფაქრტი, ესენციური ჰიპერტენცია"-აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინსიტროში.

აჭარის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 709 პაციენტი, საკარანტინე სივრცეშია 1419 პირი, თვითიზოლაციაში იმყოფება 13 341.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში