"იმოქმედე" - ბათუმის მერიის შენობასა და კოლონადებზე წარწერები გამოჩნდა 

02 ნოემბერი 2020, 11:59 1792 ნახვა

დღეს დილით ბათუმის მერიის შენობის კედლებზე და ასევე ცენტრალური პარკის შესასვლელთან კოლონადებზე წარწერები გამოჩნდა - #იმოქმედე!

წარწერა წითელი საღებავითაა შესრულებული. 

ახალგაზრდული მოძრაობა ''იმოქმედე'' წევრები ამბობენ, რომ წარწერები ბათუმის ცენტრალურ ქუჩებზე თავად გააკეთეს. ისინი ამ ფორმით არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი თქმით, მონაცემები გაყალბებულია და გეგმავენ თბილისში მიმდინარე პროტესტს და აქციებს  შეუერთდნენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ბათუმის მერიას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საკითხს არკვევენ. ასევე ვაზუსტებთე შევიდა თუ არა შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში. 

ბათუმის მერიის შენობა და კოლონადები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში აცხადებენ, რომ ადგილზე მონიტორინგის ჯგუფი გავა, ფაქტს შეისწავლის, შედგება შესაბამისი ოქმი და შეტყობინება გაეგზავნება მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ უწყებებს, რომლებსაც აღნიშნული ობიექტების პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა დაევალებათ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში