ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევნები ნეიტრალურად გააშუქა

02 ნოემბერი 2020, 16:39 1739 ნახვა

საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებულმა მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ აჭარის ტელევიზიამ  მთავარ საარჩევნო სუბიექტებს დაახლოებით თანაბარი დრო დაუთმო და გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო.

"აჭარის ტელევიზია ძირითადად ადგილობრივ ახალ ამბებზე იყო კონცენტრირებული და წინასაარჩევნო კამპანიას ნაკლებად აშუქებდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიით ადგილობრივი მთავრობის გაშუქებას 18 პროცენტი დაეთმო. მაშინ როცა ორივე საზოგადოებრივმა ტელევიზიამ, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ მთავარ საარჩევნო სუბიექტებს დაახლოებით თანაბარი დრო დაუთმო, გაშუქების ტონი ძირითადად ნეიტრალური იყო, მთავრობის საქმიანობა ფართოდ გაშუქდა.

საკუთარი ინიციატივით საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიამ არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიისთვის თუ ბლოკისთვის შესაბამისად ხუთი და ექვსი წუთის ოდენობის უფასო საეთერო დროის გამოყოფა გადაწყვიტა, ამისთვის აღნიშნულმა არხებმა პარტიებთან და ბლოკებთან ინტერვიუები მოამზადეს და თავიანთ მთავარ საინფორმაციო პროგრამებში გაუშვეს"-წერია ეუთო ოდირის დასკვნაში.

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის შეზღუდული საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ განხორციელებული მედიამონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მონიტორინგს დაქვემდებარებული ყველა კერძო მაუწყებელი შესამჩნევად მიკერძოებული იყო.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში