აშშ-ში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

03 ნოემბერი 2020, 11:02 961 ნახვა

ვინ გახდება აშშ-ში რიგით 59-ე პრეზიდენტი? ამერიკელმა  ხალხმა არჩევანი დღეს  მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და  ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატ, ჯო ბაიდენს  შორის უნდა გააკეთონ. 

BBC-ის ინფორმაციით, 97-მა მილიონმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის წინასწარი პროცედურით ისარგებლა და არჩევანი უკვე გააკეთა. გამარჯვებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს.

საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს. არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც კი დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა და სხვადასხვა შტატს ამ ხმების დათვლის განსხვავებული წესი აქვს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში