აჭარასა და კიდევ 10 ქალაქში სწავლა დისტანციური რეჟიმში გაგრძელდება

03 ნოემბერი 2020, 13:21 1596 ნახვა

მთავრობის გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში შენარჩუნდება.

საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდება თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, გარდაბანსა და მარნეულში. ასევე აჭარაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს. 

უმაღლესი და პროფსასწავლებლები მუშაობას აგრძელებენ ისე, როგორც ამ დრომდე იყვნენ. 

„1500-მდე უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ეს სკოლები გადავიყვანეთ დისტრანციურ რეჟიმში. ამ სკოლებს სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში ჩვენ გვიწევს მეორე ტურის ჩატარება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება,“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

განათლების მინისტრის მოადგილის ეკატერინე დგებუაძის განცხადებით, 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში 4-დან 25 ნოემბრის ჩათვლით სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში