თვითიზოლაციაში მყოფი მთავრობის წევრები თავს კარგად გრძნობენ - ცქიტიშვილი

03 ნოემბერი 2020, 13:28 1223 ნახვა

გიორგი გახარია თავს კარგად გრძნობს ის დისტანციურად მუშაობს, დღეს მისი თავმჯდომარეობით ჩატარდა საკოორდინაციო საბჭოს სხდომა - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მაია ცქიტიშვილის განცხადებით ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და განათლების მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი თვითიზოლაციაში არიან, მათ არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი დღეისთვის. ისინიც კარგად გრძნობენ თავს და ელოდებიან ტესტის პასუხებს.

მისივე განმარტებით, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილიც, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა სახლის პირობებში აგრძელებს მკურნალობას და მუშაობას.

"პრემიერის შემთხვევაში ინფიცირების წყარო არის მისი პირადი დაცვა, რომელთანაც მან შაბათს საკმაოდ დიდი დრო გაატარა და რომელსაც დაუდასტურდა კორონავირუსი.

ნათია მეზვრიშვილის კონტაქტია აქაც წყარო დაცვის წევრია, ნათია თურნავას შემთხვევაში, მას მართალია არ აქვს დადასტურები ჯერ კორონავირუსი, თუმცა კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულ პირთან. ბატონი მიხეილის კონტაქტი მისი ოჯახის წევრია"-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში