საარჩევნო ადმინისტრაციაზე არის განუზომელი მასშტაბის შეტევა - თამარ ჟვანია

03 ნოემბერი 2020, 14:38 1117 ნახვა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  დიპლომატიურ მისიებთან და სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან შეხვედრა მიმდინარეობს. თამარ ჟვანიას განცხადებით, საარჩევნო ადმინისტრაციაზე არის განუზომელი მასშტაბის შეტევა, მათ შორის დეზინფორმაციის გავრცელებით, ფსიქოლოგიური ზეწოლაც მიდის, მათ შორის სმს-ებით.

მისივე განცხადებით, ამის მიზანი არის, რომ საარჩევნო ადმინსიტრაციამ ვეღარ შეძლოს ფუნქციონირება, თუმცა ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პროცესი კანონიერ ფარგლებში გაგრძელდეს. 

"წინასწარ მონაცემებთან დაკავშირებით სხვადასხვა ოქმების მეშვეობით ვრცელდება სოციალურ ქსელებში  დეზინფორმაცია და ამას კამპანიური ხასიათი აქვს. მიზანი არის ამომრჩევლებზე ზეგავლენის მოხდენა, იმასთან დაკავშირებით, რომ უბნებზე მასშტაბური დარღვევები იყო და რომ ოქმებში არ არის სწორი მონაცემები. ეს ერთი მხარეა ამ ოქმების კამპანიური ხასიათის,  ბევრი სწორი ოქმია სოციალურ ქსელში, რომლესაც მინიჭებული აქვს გაყალბებული ოქმის სტატუსი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ არსებობს ოქმები, რომლებშიც მონაცემები იყო დასაბალანსებელი და დასაკორექტირებელი, ასეთებიც არსებობდა"-განაცხადა თამარ ჟვანიამ. 

თამარ ჟვანიას განცხადებით ეს ყველაფერი ხდება მიზანმიმართულად, ადმინისტრაციის დისკრედიტაციის მიზნით.

''მნიშვნელოვანი არის შესწორების ოქმებთან დაკავშირებული საკითხი. ეს გახლავთ შემადგენელი ნაწილი საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი ოქმის. შესაბამისად ეს შესწორების ოქმი არის იმისთვის, რომ თუ რამე არასწორად ჩაიწერა, უნდა გასწორდეს. მსგავსი შემთხვევა ყოველთვის იყო. შესწორების ოქმს კომისიის წევრები აწერენ ხელს, აქვს ბეჭდით. ეს არის მეორე მიმართულება, ვითომდაც გაყალბებული ოქმები ვრცელდება, და მასაც კამპანიური ხასიათი აქვს. ვრცელდება შემაჯამებელი ოქმის მხოლოდ პირველი ნაწილი, შესწორების ოქმის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა შესწორების ოქმი ხელმისაწვდომია. ამასაც აქვს მიზანმიმართული ხასიათი''- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში