დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

04 ნოემბერი 2020, 10:13 1066 ნახვა

დღეიდან პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება. გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო.

ვიცე-პრემიერის განცხადებით,  აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების პრევენციას ემსახურება.

მაია ცქიტიშვილის განმარტებით, პირბადეების ტარებაზე იქნება დაწესებული ისეთივე სანქციები და რეგულაცია, როგორიც არის, დახურულ სივრცეში, ეს არის 20-ლარიანი ჯარიმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში