დღეიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

04 ნოემბერი 2020, 10:25 878 ნახვა

დღეიდან 25 ნოემბრის ჩათვლით აჭარასა და კიდევ ათ ქალაქში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდება თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, გარდაბანსა და მარნეულში.

„სასწავლო პროცესის განახლების გრაფიკი იცვლება. 4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, აჭარასა და დიდ ქალაქებში, როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, რუსთავი, სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატზე გადავა. ასევე დისტანციურ რეჟიმზე გადავა სასწავლო პროცესი თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის ერთი მიმართულება იყო საარჩევნო უბნები, რომლებიც განთავსებულია სკოლებში და მეორე, დიდ ქალაქებში მობილობის პრევენცია. შესაბამისად, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, ყველა იმ ქალაქში, რაც ჩამოვთვალე, მოსწავლეები სრულად გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში“, – განაცხადა ეკატერინე დგებუაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში