საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი

04 ნოემბერი 2020, 11:02 1659 ნახვა

საქართველოში კორონავირუსის 2295 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 19 პაციენტი - ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 381-ს  შეადგენს.

გამოჯანმრთელდა კიდევ 2537 მოქალაქე. 

''დღეს გამოვლენილი 2 295 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 989 შემთხვევა, აჭარაში - 387, იმერეთში - 387, ქვემო ქართლში - 166, შიდა ქართლში - 133, გურიაში - 27, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 97, კახეთში - 47, მცხეთა-მთიანეთში - 33, სამცხე-ჯავახეთში - 29, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - არ დაფიქსირებულა შემთხვევები.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 240. 4 355 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 117, აჭარაში - 690. მძიმე პაციენტი გვყავს 569, მათ შორის, თბილისში - 283, აჭარაში - 84. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 238 პირი - მათ შორის, თბილისში - 119, აჭარაში - 72. 2 428 ადამიანი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 180 - აჭარაში, ხოლო 878 - თბილისში. 8 457 პირი მკურნალობს ბინაზე'' - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

საკარანტინე სივრცეში რჩება 3 004 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 612, აჭარაში-1 392.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 28 330 პირი, საიდანაც თბილისში - 2 735, აჭარაში - 12 427, იმერეთში - 4 025“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში