პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულოა

04 ნოემბერი 2020, 11:32 1299 ნახვა

დღეიდან ქვეყნის მასშტაბით დახურული სივრცის მსგავსად სავალდებულო ხდება პირბადის ტარება ღია სივრცეშიც. კანონ დამრღვევი 20 ლარით დაჯარიმდება. თუმცა  ამ დრომდე უცნობია ბათუმში, რომელი უწყება განახორციელებს მონიტორინგს, მუნიციპალური ინსპექცია თუ პოლიცია.  გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 22 საათის შემდეგ მუშაობა ეკრძალებათ რესტორნებს. ეს შეზღუდვა მანამდე მხოლოდ აჭარაში, თბილისში, ქუთაისსა და მცხეთაში მოქმედებდა. 25 ნოემბრამდე  სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადის მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში