აშშ-ის პრეზიდენტის არჩევნები

04 ნოემბერი 2020, 11:34 968 ნახვა

აშშ-ის არჩევნების პირველადი შედეგების თანახმად შტატების ნაწილში ჯო ბაიდენი, ნაწილში კი - დონალდ ტრამპი ლიდერობს. ცნობისათვის, გამარჯვებულად მიიჩნევა კანდიდატი, რომელიც 538-წევრიანი საარჩევნო კოლეგიიდან სულ მცირე 270 ხმას მოიპოვებს. საარჩევნო კოლეგიის წევრებს თითოეული შტატი, მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულად ირჩევს. არჩევნების საბოლოო შედეგების დადგენასა და გამარჯვებულის გამოვლენას, შესაძლოა, რამდენიმე დღე ან კვირაც დასჭირდეს, ვინაიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო, წლევანდელ არჩევნებზე ფოსტის საშუალებით ხმა უპრეცედენტოდ ბევრმა ადამიანმა მისცა. ბოლო მონაცემებით ჯო ბაიდენს 220 ხმა აქვს, დონალდ ტრამპს კი 213.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში