პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა

04 ნოემბერი 2020, 14:20 1384 ნახვა

საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და გასული 24 საათის განმავლობაში განხორციელებული ღონისძიებები განიხილეს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით ვიდეოკონფერენციის ფორმატით გაიმართა.

აღინიშნა, რომ დღეიდან სავალდებულო გახდა პირბადის ტარება ღია სივრცეშიც; ასევე რესტორნები საქართველოს მასშტაბით 22:00 საათამდე იმუშავებენ; ამასთან, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ზუგდიდის, ზესტაფონის, გორის, ფოთის, მარნეულისა და გარდაბნის სკოლებში კი 25 ნოემბრამდე სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებებს წერტილოვანი, ლოკალური შეზღუდვების მიდგომის გათვალისწინებით, კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად მიიღებს.

საბჭოს წევრებმა ისაუბრეს მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის მზარდ დინამიკაზე, ასევე კლინიკებში არსებულ მდგომარეობასა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მუშაობაზე. აღინიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივად მუშაობს საჭიროების შემთხვევაში კლინიკებში დამატებით საწოლების მობილიზებაზე. ამასთან, საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის უწყებას დაევალა, გააძლიეროს სამედიცინო კომპონენტი კოვიდ-სასტუმროებში, სადაც მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები მკურნალობენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში