ვაისმა 12 ნოემბრის მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

04 ნოემბერი 2020, 19:00 2402 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2020 წლის ნოემბერში სამ ოფიციალურ შეხვედრას გამართავს. ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის 12 ნოემბერს შედგება. უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეხუთე ტურში საქართველოს ნაკრები 15 ნოემბერს სომხეთის წინააღმდეგ ითმაშებს, 18 ნოემბერს კი ბოლო ტურის მატჩი საქართველოსა და ესტონეთს შორის ჩატარდება.

სამივე შეხვედრის მასპინძელი დინამო არენა იქნება.

ვლადიმირ ვაისმა ნოემბრის მატჩებში მონაწილეობის მისაღებად ეროვნულ ნაკრებში 29 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტი - როტორის 22 წლის ქართველი შემტევი ბექა მიქელთაძე.

უკვე ცნობილია, რომ ტრავმის გამო მომდევნო სამ შეხვედრაში ჩვენ გუნდს გიორგი ჩაკვეტაძე და ოთარ კიტეიშვილი ვერ დაეხმარებიან. საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის მზადებას 9 ნოემბერს თბილისში დაიწყებს. ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში 3 ბათუმის დინამოს ფეხბურთელი გამოიძახა. ისტორიული ნოემბრის მატჩებში მამუკა კობახიძე, გიორგი ნავალოვსკი და ჯაბა ჯიღაური ითამაშებენ.


მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ალმერია, ესპანეთი), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი, საქართველო).


მცველები: გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი, საქართველო), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი).


ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, კოსტანაი, ყაზახეთი), გიორგი აბურჯანია (ოვიედო, ესპანეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ლევან შენგელია (კონიასპორი, თურქეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, ვარშავა, პოლონეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი, საქართველო), გიორგი პაპუნაშვილი (სარაგოსა, ესპანეთი).


თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, ფამაგუსტა, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), ელგუჯა ლობჯანიძე (კაისარი, ყაზახეთი), ნიკა კაჭარავა (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ბექა მიქელთაძე (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი) .


სამივე შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი აჩვენებს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში