ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირებაა

04 ნოემბერი 2020, 21:13 1486 ნახვა

დაპირისპირება და ხმაური მიმდინარეობს ბათუმის 79-ე ოლქთან, სადაც საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა 21 საათზე უნდა დაწყებულიყო.

საოლქოსთან იმყოფებიან ოპოზიციის მხარდამჭერები მოძრაობა „იმოქმედე“ და ორგანიზაცია „ალტერნატივას" წევრები, რომლებმაც სირცხვილის კორიდორი მოაწყვეს.

ადგილზე ისმის შეძახილები – „მონებო“ და საყვირების ხმა.

დაპირისპირების შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გიორგი კირთაძეს.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცავები.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში