ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

04 ნოემბერი 2020, 21:57 3488 ნახვა

ბათუმის 79-ე საოლქო საარჩევნო კომისიასთან დაპირისპირების დროს შენობის მიმდებარედ  სალონის შუშა ჩატყდა და 3 ადამიანი დაშავდა. 

დაშავებულია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კირთაძე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატორი და ერთი მოქალაქე.

აჭარის პოლიციის უფროსის, კონსტანტინე ანანიაშვილის განცხადებით, დაზიანებები საგანგაშო არ არის.

"დაშავებულია სამი მოქალაქე, ერთია პოლიციის ოპერატორი, ასევე დაშავაბულია ორი პიროვნება,  პირველად ეტაპზე დაზიანების ხარისხი არ არის საგანგაშო. რაც შეეხება ფაქტს, პოლიციის კორდონი იყო, რა დროსაც ხდებოდა გარკვეულ მოქალაქეთა ჯგუფის და ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა  მიერ, ძალის გამოყენებით, საოლქოში შესვლის მცდელობა."- აცხადებს კონსტანტინე ანანიაშვილი.

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში