აჭარაში კორონავირუსის 328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

05 ნოემბერი 2020, 11:07 1267 ნახვა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის  328 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 2, გამოჯანმრთელდა 284  პაციენტი. ახალი სტატისტიკის შესახებ ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორივე პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

"რესპუბლიკური საავადმყოფო 61 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 12.10.2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის გაჩერება. თირკმლის ქრ. დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ დამოკიდებული.

რესპუბლიკური  საავადმყოფო 75 წლის ქალი, კლინიკაში შევიდა 10.10.2020.დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ19, მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ობსტრუქციული დაავადება, გულის ქრ. უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი"-აცხადებენ სამინისტროში.

სტატისტიკის თანახმად, აჭარის მასშტაბით საავადმყოფოებში მკურნალობს 723 პაციენტი, საკარანტინე სივრცეშია 1 426, კოვიდ სასტუმროებშია -1 127, თვითიზოლაციაშია 11 423 პირი.

რეგიონში 100 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში