ტურნირი მაგიდის ჩოგბურთში

16 ოქტომბერი 2016, 00:00 3285 ნახვა

საქართველოს თასის გათამაშება მაგიდის ჩოგბურთში დასრულდა. ორდღიან ტურნირში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სპორტსმენი მონაწილეობდა. ეროვნული ტურნირი ტრადიციულად ბათუმში იმართება და წელს ერთეულ თანრიგში 50-მდე სპორტსმენი ასპარეზობდა. პირველი ადგილები, გოგონათა შორის ანა ნიკოიანმა, ვაჟთა შორის კი ლევან პავლიაშვილმა, გაინაწილეს. გამარჯვებულებს ფულადი ჯილდო, მედლები, თასები, სიგელები და პრიზები გადაეცათ. 

ამავე კატეგორიაში