ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსის 13 შემთხვევა გამოვლინდა

05 ნოემბერი 2020, 12:37 1143 ნახვა

ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატში კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. შენობაში კარანტინია გამოცხადებული. კორონავირუსი სამ ბენეფიციარს და 10 თანამშრომელს დაუდასტურდა. პანსიონატის დირექტორის მალხაზ ბადირეიშვილის ინფორმაციით, ინფიცირებულები საჩხერის სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. პანსიონატში განმარტავენ, რომ ინფიცირება, სავარაუდოდ, უსიმპტომო თანამშრომლისგან მოხდა. პანსიონატში 98 ბენეფიციარია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში