თოვლი გამო ფშავი-აბანო-ომალოს გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

05 ნოემბერი 2020, 13:20 1036 ნახვა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო ფშაველი–აბანო–ომალოს გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

„უამინდობისა და თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზის კმ12-კმ72 მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ12 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში