აშშ-ში ამომრჩეველთა ხმების დათვლა არ დასრულებულა

05 ნოემბერი 2020, 14:18 817 ნახვა

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დასრულებიდან ერთი დღე გავიდა, თუმცა გამარჯვებულის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია.  160 მილიონზე მეტი ამერიკელის ხმას ისევ ითვლიან. საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე დონალდ ტრამპმა გამარჯვების შესახებ  განაცხადა და ოპონენტები ხმების გაყალბების მცდელობაში დაადანაშაულა. საარჩევნო კომისიებში კიდევ რამდენიმე მილიონი ხმა დაუთვლელია.  თუ რა შედეგით დასრულდება ეს არჩევნები არიზონის, ნევადის, ჯორჯიის, ვისკონსინის, მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებზეა დამოკიდებული.

ამ ეტაპზე უმრავლესს შტატში  პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. არიზონის შტატში ბაიდენის ლიდერობის შესახებ ტელეარხ ფოქს-ნიუსით გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, დონალდ ტრამპმა ამ არხის მფლობელს  რუპერტ მერდოკს დაურეკა და არხის მიერ ამ ინფორმაციის უარყოფა მოთხოვა, რაზეც უარი მიიღო.  

ნიუ-იორკ თაიმსი წერს, რომ არჩევნების დასრულების შემდეგ მერდოკს მთელი ღამის განმავლობაში ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი ურეკავდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში