მოვუწოდებ რისკ-ჯგუფებს, სასურველია 25 ნოემბრამდე გრიპის ვაქცინა გაიკეთონ - გამყრელიძე

05 ნოემბერი 2020, 15:34 3214 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი რისკ-ჯგუფებს მოუწოდებს, მიმართონ პოლიკლინიკებს და გრიპის ვაქცინა გაიკეთონ.

''გრიპის ვაქცინა საკმაო რაოდენობით არის ქვეყანაში და პირველ რიგში მოვუწოდებ რისკ-ჯგუფებს, სასურველია 20 ან 25 ნოემბრამდე აიცრან. ისე კი გრიპის აცრა შეიძლება მთელი სეზონის განმავლობაში. მარაგები გვაქვს, განაწილებულია პოლიკლინიკებში, ამიტომ ორსულები, 65 წელს ზემოთ ადამიანები, ვისაც აქვს ქრონიკული დაავადებები, დიალეზზე მყოფი პირები, ბაგა-ბაღების აღმზრდელები და ა.შ

აუცილებელია, რომ გრიპის ვირუსის სეზონს მომზადებული შეხვდეთ. რომ არ იყოს ამ ორი ვირუსის ზედდება'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ვაქცინა უფასოა და ყველა ტიპის ხარჯს სახელმწიფო აფინანსებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში