პატრიარქის საკვირაო ქადაგება

16 ოქტომბერი 2016, 00:00 2457 ნახვა

იმისათვის, რომ შვილი ბედნიერი იყოს, მშობელმა ის უნდა დალოცოს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, სამების საკათედრო ტაძარში, საკვირაო ქადაგებაზე ისაუბრა. ილია მეორემ დღეს, მშობლების მიერ შვილებისთვის დასალოცი სპეციალურად დაწერილი ლოცვა მთლიანი საქართველოსთვის წაიკითხა. პატრიარქი ამბობს, რომ შვილის დასალოცად მშობლები უნდა მოემზადონ. მამამ და დედამ ის ცალ -ცალკე უნდა დალოცონ. დღესვე უწმინდესმა ოჯახში ურთიერთდამოკიდებულებაზე, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობაზე იქადაგა და აღნიშნა, რომ  ოჯახებში არ არის სიმშვიდე. მისივე განმარტებით, ამ ლოცვის წაკითხვის  შემდეგ ოჯახში სიყვარული შემოვა, და უფალი სასწაულს მოავლენს.

ამავე კატეგორიაში