ნევადის შტატში საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებს 12 ნოემბრამდე არ გამოაცხადებენ

06 ნოემბერი 2020, 01:39 1574 ნახვა

ნევადის შტატის საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, ჯო გლორიას განცხადებით, ნევადის შტატში საპრეზიდენტო არჩვენების შედეგებს 12 ნოემბრამდე არ გამოაცხადებენ.

მისივე თქმით, დროის ეს ჩარჩოები იმ ზომების ფარგლებშია მოცემული, რომელიც კორონავირუსის პანდემიის ფონზე იყო მიღებული. ჯერჯერობით უცნობია, ვინ მიიღებს ამომრჩეველთა კოლეგიის 60 ხმას.

ბაიდენს გამარჯვებისთვის 6, ტრამპს კი 56 ხმა სჭირდება. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში საარჩევნო კომისიებს 5 შტატის მონაცემები აქვთ დასათვლელი. მიჩიგანში აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის შტაბმა საარჩევნო ბიულეტენების დათვლის პროცესის შეჩერება მოითხოვა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

მიჩიგანი ერთ-ერთია იმ შტატებს შორის, სადაც წინასწარი მონაცემებით, დემოკრატიული პარტიის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა. ამერიკა რიგით 46-ე პრეზიდენტის არჩევის მოლოდინშია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში