ჯო ბაიდენი - ეჭვი არ გვეპარება, ხმების დათვლის დასრულების შემდეგ გამარჯვებულად გამოგვაცხადებენ

06 ნოემბერი 2020, 10:08 949 ნახვა

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ დარწმუნებულია, არჩევნებში ის და ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სენატორი კამალა ჰარისი გაიმარჯვებენ, თუმცა მხარდამჭერებს მოუწოდებს, ხმების ბოლომდე დათვლამდე სიმშვიდე შეინარჩუნონ. ამომრჩეველთა კოლეგიის ხმების მიხედვით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ამ ეტაპზე ჯო ბაიდენი ლიდერობს.

ბოლო მონაცემებით, პრეზიდენტობის „დემოკრატ“ კანდიდატს 253 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კი 213.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში