ყველაზე კრიტიკული სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა - ეკატერინე ტიკარაძე

06 ნოემბერი 2020, 14:16 1285 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავარი გამოწვევა სამედიცინო პერსონალის მობილიზებაა.

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით,  მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება სხვა პროფილის ექიმების, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა. 

"ყველაზე საყურადღებო რჩება ადამიანური რესურსი, რომელიც გვყავს განსაზღვრული რაოდენობის და ყველაზე კრიტიკულია სამედიცინო პერსონალის მობილიზება. 

გავატარეთ არაერთი ღონისძიება, რომელიც ამ ეტაპზე გვეხმარება სიტუაციის მართვაში, ესენია ჩვენი სტუდენტები. ისინი გადანაწილებულია როგორც კლინიკურ სექტორში, ასევე აქტიურად არიან 2 ონლაინ კლინიკების მართვაში.

ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდანაც გვაქვს ჩვენ გამოხმაურება. ჩვენც სპეციალური ბაზებით მოვიძიეთ მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მათი მხრიდანაც არის მზაობა, თუმცა ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს კიდევ დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა. 

სწორედ აქედან გამომდინარე მინდა ვთხოვო მოსახლეობას და ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, რომლებიც ჩართულია პოლიტიკურ პროცესში ნუ შეუწყობენ ხელს ვირუსის გავრცელებას. სოციალური დისტანცია რჩება კვლავ ყველაზე ეფექტურ იარაღად და შესაბამისად ყველა ამ მოწოდების დარღვევა დიდი რისკის მატარებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი გმირი ექიმებისთვის. ვირუსის მართვაში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში