კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 74% სიმპტომებიანი პაციენტები არიან - ამირან გამყრელიძე

06 ნოემბერი 2020, 14:47 1387 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, საქართველოში ეპიდსიტუაცია რთულდება. ამირან გამყრელიძის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან 74% სიმპტომიანი პაციენტებია.

"სიტუაცია რთულდება საქართველოში, დღეს ინფიცირების ყველაზე მაღალი რიცხვი გვაქვს, აქედან ყველაზე ბევრი თბილისშია, მეორე ადგილზეა იმერეთი, მან აჭარას უკვე გადაასწრო და დღეს იმერეთში 526 შემთხვევა დაფიქსირდა. ახალი შემთხვევებიდან 74% არის სიმპტომიანი პაციენტები. ის რომ ადამიანები მიდიან სამედიცინო დაწესებულებებში სიმპტომების გამოვლენისას ეს ერთი მხრივ კარგია, რადგან დროულად ხდება მათი გამოვლენა და იზოლირება, შემდეგ კი დროულად ტრიაჟი"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში